ნიკა მელიამ "ქართული ოცნების" დეპუტატებს მიმართა
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია პარლამენტის ტრიბუნაზე ბოიკოტის შმედეგ პირველად გამოვიდა.

როგორც მან დარბაზში მყოფებს მიმართა, ტრიბუნასთან მისასვლელად ემოციური დისკომფორტის დაძლევა მოუწია.

„ჩემთან მიმართებაში ალბათ ბევრი კითხვა გექნებათ და ვეცდები გიპასუხოთ. ერთ-ერთი კითხვა, რაც გაინტერესებთ ალბათ, რატომ ვარ დღეს მე აქ? ერთადერთი ის, რის გამოც დღეს აქ ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად, ამ ყველაფერს აქვს ძალიან მკაფიო და კონკრეტული ამოცანა – მალე დავტოვოთ ეს დარბაზი და ამ დარბაზში რაც შეიძლება მცირე ვადით ნაკლებად დაგაფრთხოთ, ამ დარბაზის დატოვებას მე ვაპირებ თქვენთან ერთად.

მე შემოვედი ამ დარბაზში ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ თითოეული თქვენგანი, რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და აირჩიოს ლეგიტიმური ხელისუფლბა, ზუსტად იმ პროპორციითა და მხარდაჭერით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო აქცია ნოტარიალურ კანტორად“,
– განაცხადა ნიკა მელიამ.

წყარო: ინფო რუსთავი
Print