სიახლე
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.

ბალანჩივაძის ქცაზე ერთმანეთს "ბეემვე"-სა და "რენო"-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა, ავარიის შედეგად დაშავდა 3 მამაკაცი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჯები.

დაშავებულები ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით ერთ პაციენტმა ტრავმა მიიღო გულმკერდის არეში, მეორემ მხრის, ხოლო მესამემ ხელის აქვს დაზიანებული.

დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია