ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა
თელავში ახალგაზრდებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება 2 პირის დაშავებით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომენდანტის საათის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს უბანში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. რის გამოც, ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ერთ-ერთი ახალგაზრდა დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. უფრო მძიმეა 21 წლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ჭრილობები თავის არეში, სავარაუდოდ, მაკრატლით აქვს მიყენებული, ის თბილისშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 124- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.


წყარო: ინფო რუსთავი


Print