ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
ცოტა ხნის წინ ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაჭრილი ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობდა. ის ოფისის წინ დაჭრეს.

სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.

თანამშრომლების ინფორმაციით, შემთხვევა პირად კონფლიქტს უკავშირდება და არა სამსახურეობრივს.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები. 

წყარო: mtavari.tv
Print