საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ოფიციალური ვიზიტით
ეწვია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუვის პრეზიდენტის
დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის
საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა,საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით
ზალკალიანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გიტანას ნაუსედა შეხვედრებს
გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,
პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის
თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.