ავტოსაგზაო შემთხვევა ფონიჭალაში – Video
თბილისში, ზემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და დისტრიბუციის მანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.




წყარო: ინფო რუსთავი
Print