მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს
ასპინძის სოფელ ნიჯგორში 60 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

მამაკაცი გარდაცვლილი საკუთარმა ცოლმა, ბაღში ნახა.

არსებული ინფორმაციით, კაცი ნაკვეთში სამუშაოდ წავიდა, როდესაც ის სახლში აღარ დაბრუნდა, ოჯახმა ძებნა დაიწყო და მეუღლეს ბაღში გარდაცვლილი დახვდა.

მამაკაცს არ აღენიშნებოდა ძალადობის კვალი.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განიცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: ინფო რუსთავი
Print