სიახლე
მარნეულში 3 წლის მუჰამედ მუსტაფაევის დასახმარებლად გამოფენა გაიმართა
10 ივნისს მარნეულის კულტურის ცენტრში ქვემო სარალელი 3 წლის ბავშვის მუჰამედ მუსტაფაევის დასახმარებლად ჰაჯი რიზვან ისმაილოვის ნახატების გამოგენა გაიმართა. 3 წლის ბავშვი თალასემიითაა დაავადებული.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მხატვარმა ჰაჯი რიზვან ისმაილოვმა განაცხადა, რომ გამოფენის ჩატარება დაავადებული ბავშვის დასახმარებლად გადაწყვიტა.

„დღეს გამოფენაზე 15 ნახატია წარდგენილი. ამ დარბაზის შესაძლებლობის მიხედვით ასე გამოვიდა. ნუმეროლოგიის ჟანრში მაქვს ნახატები და ასევე პეიზაჟები. ყველას მოვუწოდებ, რომ აქციაში მონაწილეობა მიიღონ, რადგან ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ყველაზე კარგი სიკეთეა“. - განაცხადა ჰაჯი რიზვან ისმაილოვმა

3 წლის მუჰამედის მამა არზუ მუსტაფაევი აცხადებს, რომ ბავშვს თალასემია 6 თვის ასაკში დაუდასტურდა.

„იაშვილის კლინიკაში თქვეს, რომ ბავშვს დონორი სჭირდება. 90 ათასი დოლარია საჭირო. ახლა თურქეთში მკურნალობს. 45 დღეა რაც იქაა. თვის ბოლოს დონორი მოვა და ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციასაც გაუკეთებენ. ჩემი ძმა წავიდა, მაგრამ უთხრეს რომ ის დონორი ვერ იქნებოა. თურქეთში ერთი ორგანიზაციაა და მანდ იპოვეს დონორი. 50 000 დოლარი შეგროვებულია და ნელ-ნელა კიდევ გროვდება“, - გვითხრა არზუ მუსტაფაევმა

3 წლის მუჰამედ მუსტაფაევის ოპერაციისთვის 90 000 დოლარია საჭირო. ის ახლა თურქეთში ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. მუჰამედის მამამ არზუ მუსტაფაევმა ფეისბუქ გვერდი გახსნა და მოსახლეობას დახმარებას სთხოვს.

მუჰამედის დახმარების სურვილის მქონე ადამიანებს თანხის ჩარიცხვა არზუ მუსტაფაევის საბანკო ანგარიშზე შეუძლიათ.

„საქართველოს ბანკი“ ანგარიშის ნომერი:
GE68BG0000000498859334

არზუ მუსტაფაევის საკონტაქტო ნომერი: 593 46 28 21

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია