მარნეულში ქალაბაჯარის რაიონში დაღუპული ჟურნალისტების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
10 ივნისს მარნეულში აზერბაიჯანის მიერ ოკუპაციიდან განთავისუფლებული ქალბაჯარის რაიონის სოფელ სუსუზლუგის ტერიტორიაზე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქებული აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიის ოპერატორის სირაჯ აბიშოვის და „აზერთაჯ“-ის თანამშრომლის მაჰარამ იბრაგიმოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის ორგანიზებით, „ატა ჰოლდინგის“ სპორტულ კომპლექსში, ჩატარდა.

ღონისძიებაზე გარდაცვლილი ჟურნალისტების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ღონისძიება სიტყვით გამოსვლით „ბორჩალო ირელი“-ს საზოგადეობრივი კავშირის თავმჯდომარე მაჰაბათ იმანოვმა გახსნა, რის შემდეგაც სიტყვით ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები გამოვიდნენ. მათ აზერბაიჯანში მომხდარი შემთხვევა დაგმეს და რეგიონში მშვიდობის დამყარება ისურვეს.

„ძირითადი მიზანი ის გვაქვს, რომ სომხების ტერორის შესახებ მსოფლიო საზოგადოებას ინფორმაცია გავაცნოთ. საერთაშორისო ორგანიზაციებს ასევე თბილისის კორპუსებს წარვუდგენთ ჩვენს განცხადებებს. ძირითადად რეგიონში მომუშავე მედია ორგანიზაციების თავმჯდომრეები იღებენ მოანწილეობას. ჩვენ ასეთ შემთხვევბში უნდა გავერთიანდეთ ჟურნალისტებიც რომ სომხეთისგან მოვითხოვოთ ტერიტორიაზე არსებული ბომბების რუკები აზერბაიჯანს გადასცეს“, - განაცხადა მაჰაბათ იმანოვმა

ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებმა საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგნელებს და ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა "Amnesty İnternational" და "Human Rights Watch" განცხადებით მიმართეს. განმცხადებლები სომხეთისაგან იმ რუკების აზერბაიჯანისათვის გადაცემას ითხოვენ, სადაც დანაღმული ტერიტორიებია ასახული.

აღსანიშნავია, რომ 4 ივნისს ოკუპაციიდან განთავისუფლებული ქალბაჯარის რაიონის სოფელ სუსუზლუგის მიმართულებით მოძრავი კამაზის მარკის ავტომობილი დანაღმილ ტერიოტორიაზე მოხვდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ორი ჟურნალისტი, გარდაიცვალა, ხოლო ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურამ გამოძიება აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 100.2, 116.0.6 და სხვა მუხლებით დაიწყო.

რადიო "მარნეული"
Print