საქართველოს პირველი არხის შენობა და თბილისის ანძა ევრო 2020-ის ფერებში განათდა [ვიდეო]
იტალიის დედაქალაქ რომში ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა. ამ ღონისძიებისთვის მზადაა როგორც ევროპის საფეხბურთო სამყარო, ასევე საქართველო – 21:20 საათზე ევრო 2020-ის ფერებში განათდა თბილისის სატელევიზიო ანძა და საქართველოს პირველი არხის შენობა.

საქართველოს პირველი არხი გახსნიდან დაწყებული, ფინალით დამთავრებული, ევროპის ჩემპიონატის ყველა, 51 მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

ჩვენი ტელევიზიის ეთერის დიდი ნაწილი 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ევრო 2020-ს დაეთმობა. იხილავთ „ტაიმაუტის“ ჩემპიონატისადმი მიძღვნილ გამოშვებებს; გადაცემა „კაცების“ მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ფეხბურთი იქნება; ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად გაიმართება საფეხბურთო ვიქტორინა; ჩვენს ვებსაიტზე სპეციალურ განყოფილებაში ევრო 2020 ცხელი ამბების პარალელურად შეგიძლიათ იხილოთ მატჩების სრული განრიგი დღეების მიხედვით, ყველა გუნდის შემადგენლობა, LiveFeed, გამოხმაურებები, ჰაილაითები.

წყარო: პირველი არხი
Print