აშშ-ში, ჯორჯიას შტატის ქალაქ დეკეიტერში, სასურსათო მაღაზიაში Big
Bear სროლა იყო. მოკლულია მოლარე, კიდევ სამი ადამიანი დაიჭრა.
ინფორმაცია ამის შესახებ AP ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მოლარემ 30 წლის ვიქტორ ტაკერ-უმცროსს პირბადის
გაკეთება მოსთხოვა, რამაც მამაკაცი გააღიზიანა. სიტყვიერი
დაპირისპირების შემდეგ, მან იარაღი ამოიღო და ცეცხლი გახსნა.
საპასუხო ცეცხლი თავდამსხმელ მაღაზიის დაცვამ გაუხსნა. შედეგად ორივე
დაიჭრა. ამ დროს კიდევ ერთი ტყვია მეორე მოლარეს მოხვდა.
ადგილზე მისულმა პოლიციამ ტაკერი დააკავა, როდესაც ის სუპერმარკეტის
კარიდან გაღწევას ცდილობდა.