სიახლე
საქართველოს აზერბაიჯანის $5 მლნ მართებს
მიმდინარე წლის 1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალი აზერბაიჯანის მიმართ 5.054 მილიონი აშშ დოლარია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს სესხის მოცულობა აზერბაიჯანის მიმართ არ შეცვლილა.

საქართველოს მთლიანი საგარეო სახელმწიფო ვალი დაახლოებით 8,1 მილიარდი აშშ დოლარია.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, თუ 2021 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს აზერბაიჯანის 5 მილიონი დოლარი და მისი ეკვივალენტური 16.8 მლნ. ლარი მართებდა, 2021 წლის 31 მარტში ის 17,244 მლნ. ლარი გახდა. 2021 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს აზერბაიჯანის მიმართ სავალო ვალდებულებები 16.5 მლნ ლარს უტოლდება.

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია