შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
1971 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.
მას ბრალი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანებაში ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 12
ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში,
ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1981 წელს დაბადებულ ს.ი.-ს
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ქალმა გონება დაკარგა და
საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ რ.მ. ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა - 117-ე მუხლით მიმდინარეობს,
რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ
მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: police.ge