მამაკაცი ნაჯახით მოკლეს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში კაცი მოკლეს, მომხდარის გამო კი, მოკლულის შვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

არსებული იფნრომაციით, თანასოფლელებს შორის კამათი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, შუახნის მამაკაცს მეზობელლმა ცულით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება გარდაცვლილის შვილს, მან თავი ინცინდენტიდან მესამე დღეს მოიკლა.

"ამ დონზეზე განიცადა იმიტომ, რომ ძალიან კარგი მამა იყო", - ყვებიან ადგილობრივები.

ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა მკვლელობის მოტივი.

მომხდართან დაკავშირებით "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ იდენტიფიცირებულია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები