სიახლე
მასწავლებლები, ლექტორები და სტუდენტები ორჯერ უნდა იყვნენ აცრილები სწავლის დაწყებისას — გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ივლის-აგვისტოში საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება, ამიტომ სასწავლო წელს აცრილები უნდა იყვნენ როგორც უნივერსიტეტის, ასევე სკოლის მასწავლებლები.

“ზაფხულში აცრების მაქსიმალური ოდენობა უნდ ჩავატაროთ, რათა უნივერსიტეტებში სწავლა რომ დაიწყება, უსაფრთხოდ შევხვდეთ. ანუ უნივერსიტეტში ყველა მასწავლებელი და სტუდენტი, რომელიც მივა, უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, ისევე, როგორც ყველა სკოლის მასწავლებელი ორჯერ უნდა იყოს აცრილი, რათა სკოლა ბავშვებისთვის უსაფრთხო იყოს. ისევე, როგორც საჯარო დაწესებულებები შვებულების შემდეგ. ანუ მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ… თქვენც, ყველა ტელევიზია მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა გახდეთ. ამიტომ, როცა ვაქცინა იქნება და გიდასტურებთ, რომ ივლის-აგვისტოში საკმარისი რაოდენობის გვექნება, ასარჩევადაც შეიძლება გვქონდეთ…. ამიტომ აიცერით ყველა”, — აცხადებს გამყრელიძე.

ამ ეტაპზე სკოლის მასწავლებლებს სავალდებულო ტესტირების ფარგლებში კორონავირუსზე უფასოდ ამოწმებენ.

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია