პოლიციის განყოფილებიდან მამაკაცი გადახტა
თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების მესამე სართულიდან მამაკაცი გადახტა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კაცი კონტაქტურია და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში შემაკავებელი ორდერის გამოწერისთვის იმყოფებოდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები