მთავრობის ახალი გადაწყვეტილება
10 წლამდე ასაკის ბავშვს საქართველოში PCR-ის გარეშე შემოუშვებენ. ამის შესახებ მთავრობამ დადგენილება 16 ივნისს მიიღო.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი გათავისუფლდება ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან.

დადგენილება უკვე ამოქმედდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები