საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „სტრატეგია
აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ მის მიმართ გაკეთებულ
კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურება.
„რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი
მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? - სააკაშვილის ლანძღვა.
იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერჯერობით ივანიშვილის
საქართველოში.
არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ
ცოტა კიდევ, თორემ მერე, გაჭირდება ეგ ამბავი“, - წერს
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.