გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. ვაშაძე ამჟამად საპარლამენტო ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრია.

მისი თქმით, ის საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება.

“აქტიურად ვიქნები ჩართული. სიმართლე გითხრათ, ბლოკის სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ნდობას გამართლება უნდა”, – განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი მოაწერა, თუმცა აქამდე ის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული არ იყო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები