სიახლე
ხელჩართული ჩხუბი თბილისი-მინსკის რეისზე (ვიდეო)
მინსკი-თბილისის ავიარეისზე მგზავრებს შორის ჩხუბი მოხდა.

როგორც ბელორუსულ გამოცემას თვითმხილველებმა უამბეს, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, საქართველოს მოქალაქემ გვერდით მჯდომი, ბელორუსი ქალის მისამართით რუსულ ენაზე შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო.

ბორტგამცილებლებმა ქალი სხვა სავარძელში გადასვეს, თუმცა, ბორტზე მყოფმა, საქართველოს სხვა მოქალაქეებმა თანამემამულეებთან “საკითხის გარჩევა” დაიწყეს.

აღინიშნება, რომ თვითმფრინავში ქალები და ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

საქართველოს მოქალაქე თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისთანავე პოლიციამ დააკავა.


წყარო: kvira.ge
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია