თბილისში 4 ტყუპი დაიბადა
თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში 17 ივნისს ახალგაზრდა ოჯახს 4 შვილი შეეძინა.

ინფორმაცია თავდაპირველად ახალციხის „მეცხრე არხმა“ გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, სამი ბიჭი და ერთი გოგო კლინიკა პინეოში საკეისრო კვეთით დაიბადა.

ინფორმაცია კლინიკამ დაადასტურა და ფეისბუკზე დაწერა, რომ ახალგაზრდა დედა თავს კარგად გრძნობს.


წყარო: ნეტგაზეთი
Print