შეგიშვებენ თუ არა გამოცდაზე არასამედიცინო პირბადით
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის თქმით, 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე აუცილებელი მოთხოვნაა, აპლიკანტს გამოცდის პროცესში მხოლოდ სამედიცინო პირბადე ეკეთოს.

გორგოძის განცხადებით, აპლიკანტი გამოცდაზე ნაჭრის ან სხვა ქსოვილის პირბადით ვერ შევა.

„მათ შეუძლიათ მოვიდნენ თავიანთი პირბადეებით, თუმცა ჩვენ ადგილზე გვექნება ასევე პირბადეები და გამოცვლის შემთხვევაში, როცა ამის სურვილი ექნებათ, გამოვუცვლით“, - ამბობს სოფო გორგოძე.

წელს აბიტურიენტებისთვის ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყება. 14 ივლისიდან მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩააბარაბენ საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდას. 28 ივლისს კი ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.

წყარო: ინფო რუსთავი
Print