ესტონეთი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 000
დოზას გადასცემს.
ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ესტონეთი დაეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს. მოლდოვას
გადაეცემა ვაქცინის 100 000 დოზა. ასევე, 100 000 დოზა გადაეცემა
ჩვენს პარტნიორ საქართველოს", – წერს ესტონეთის საგარეო
უწყება "ტვიტერში".