სიახლე
კიმ ჩენ ინი ბაიდენთან კონფრონტაციისთვის მზად არის
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან როგორც დიალოგისთვის, ასევე დაპირისპირებისთვის უნდა იყოს მზად. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალურ სატელეგრაფო სააგენტოზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, კიმ ჩენ ინი კორეის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე გამოვიდა, სადაც ფხენიანის მიმართ ახალი ამერიკული ადმინისტრაციის პოლიტიკა გაანალიზა.

”გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა როგორიც დიალოგის, ასევე კონფრონტაციისთვის მზაობის აუცილებლობას, განსაკუთრებით კონფრონტაციისთვის ყოვლისმომცველი მომზადების შესახებ იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს ღირსება დავიცვათ", - წერს ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურ სატელეგრაფო სააგენტო.


ცნობისთვის, მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მზად არის, შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს, თუ ის დენუკლეარიზაციას დასთანხმდება. თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-მა ჩრდილოეთ კორეის მიმართ თავისი პოლიტიკის გადახედვა დაასრულა. მისივე თქმით, ახალი პოლიტიკა განსხვავდება ორი წინა პრეზიდენტის კურსისგან და "არ იქნება აგებული დიდი გარიგებაზე ან სტრატეგიული მოთმინების იმედად დარჩენილი". 

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია