სიახლე
ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის 254 ფაქტზე დაიწყო გამოძიება
"განსაკუთრებით შემაშფოთებელია სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი, 2020 წელს 254 ასეთ ფაქტზე დაიწყო გამოძიება", - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, პარლალემტში ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

მისი თქმით, 2020 წელს 887 არასრულწლოვანი ცნეს დაზარალებულად ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე.

"2020 წელს 887 არასრულწლოვანი იქნა ცნობილი დაზარალებულად ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი, 2020 წელს 254 ასეთ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. იმ პირობებში, როდესაც, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 268 სოციალური მუშაკი და 12 ფსიქოლოგი მუშაობს, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ხელი არ მიუწვდებათ შესაბამის სერვისებზე ანდა მათთვის გაწეული მხარდაჭერა არ არის ეფექტიანი",
- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, სახელმწიფოს ამ დრომდე არ შეუმუშავებია ბავშვთა სუიციდის აღმოფხვრისკენ მიმართული კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია