ბოლნისში მკვლელობა მოხდა
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ჯერჯერობით უცნობია, რა იყო მკვლელობის მოტივი.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: ინფო რუსთავი
Print