21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
პრობლემების გადაჭრისას სერიოზული სირთულეები გელით, მაგრამ
ვარსკვლავები გირჩევენ, უკან არ დაიხიოთ და არჩეული გზიდან არ
გადაუხვიოთ. ეცადეთ, საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. პირად ცხოვრებაში
მოსალოდნელია ძალიან ძლიერი გრძნობა - სიყვარული თუ სიძულვილი,
თქვენზეა დამოკიდებული.
კურო
სასიცოცხლო პოტენციალი დაბალია. ეცადეთ, ყველა წვრილმანზე არ
ინერვიულოთ და ემოციებს გაუმკლავდეთ. არახელსაყრელი დღეა აქტიურობისა
და ახალი საქმის დაწყებისთვის. ამჟამად ყველა წამოწყება
წარუმატებლობისთვისაა განწირული, რამაც შეიძლება, მატერიალური
სირთულეები გამოიწვიოს. დამშვიდდით, ეს დროებითი პრობლემებია.
ტყუპები
რთული დღეა, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდება. არ არის
გამორიცხული, რომ უსიამოვნო სიახლემ ოჯახში დაძაბული გარემო შექმნას.
მამაკაცებმა საკუთარი მოსაზრებები თავზე არავის უნდა მოახვიონ, თორემ
პრობლემებს ვერ აიცილებენ. ტყუპ ქალებს ვურჩევთ, დღეს სახლიდან
მოშორებით მეტი დრო გაატარონ.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და შეხვედრებისთვის. შეიძლება, ამ დღეს
თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვენში იმას
დაინახავს, რაც ვერავინ შენიშნა. თუ შვილები გყავთ, კარგად დაფიქრდით,
სანამ თქვენს ცხოვრებაში ახალ ადამიანს შემოუშვებთ.
ლომი
ეცადეთ, დამშვიდდეთ და საკუთარ გრძნობებსა და აზრებში გაერკვეთ.
განსაზღვრეთ ურთიერთობა გარშემო მყოფ ადამიანებთან და უარი თქვით
პირად ცხოვრებაში ზედმეტ კონტაქტებზე. ახალი ნაცნობობა ან მოულოდნელი
სიახლე გელით, რომელსაც შეუძლია, თქვენი ცხოვრების წესი რადიკალურად
შეცვალოს. დაბნეულობამ და გაურკვევლობამ შეიძლება, სწორი
გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეგიშალოთ.
ქალწული
შეიძლება, ამ დღეს ზოგიერთი პრობლემის სამომავლოდ გადადება მოგინდეთ,
მაგრამ ეს არ უნდა გააკეთოთ. უმჯობესია, დაწყებული საქმე ბოლომდე
მიიყვანოთ. პირად ცხოვრებაში შეიძლება, ძალიან ძლიერმა გრძნობამ
გაგიტაცოთ, რომელთან გამკლავებაც გაგიჭირდებათ.
სასწორი
კრიტიკული დღეა. სავარაუდოდ, ფინანსურ ან საყოფაცხოვრებო პრობლემებთან
გამკლავება მოგიწევთ. თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული შენაძენისა და
ბიზნესგარიგებებისგან, რომლებიც ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. ერიდეთ
რისკთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმეს და ნუ ეცდებით თავის
გამოჩენას. მოსალოდნელია მტანჯველი სიზმრები და ჯანმრთელობის
გაუარესება.
მორიელი
დასვენების და ენერგიის ახალი წყაროების პოვნის დღეა. გამონახეთ დრო
ტაძრის მონახულებისთვის. ეცადეთ, საკუთარი თავისა და მოქმედებების
მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ. შეიძლება განმარტოების სურვილი
გაგიჩნდეთ, რაც ამჟამად ძალიან სასარგებლოა. ჯერჯერობით, აქტიურ
ქმედებებს ლოდინი სჯობს.
მშვილდოსანი
ახალი ნაცნობობის და სიყვარულის დღეა. სასურველია, საქმიანობის ახალი
სფერო მოძებნოთ. აქტიური მოქმედებები და პარტნიორების დახმარება
ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. მომავალში
წარმატება გელით, მაგრამ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები
გადაჭარბებულად არ უნდა შეაფასოთ - ისინი უსაზღვრო არაა.
თხის რქა
გახსოვდეთ, რომ დღევანდელი პრობლემა დღეს უნდა მოაგვაროთ, რადგან
სამომავლოდ გადადებით საქმეს უფრო გაირთულებთ. ძლიერ გრძნობას,
რომელმაც მთლიანად შეგიპყროთ, ვერ უმკლავდებით, მაგრამ საკუთარი
მოვალეობები არ უნდა დაივიწყოთ.
მერწყული
თქვენი აურა, შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი იზრდება.
გირჩევთ ეს დღე სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას, შეხვედრებს ან
შემოქმედებით საქმიანობას დაუთმოთ. ყურადღება ყველაზე მთავარზე და
აუცილებელზე გაამახვილეთ და წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ.
სასარგებლოა ჯგუფური ვარჯიშები და ფიზიკური დატვირთვა. სურვილის
შემთხვევაში, ყველაზე რთულ საქმესაც კი გაუმკლავდებით, თუნდაც
ამისთვის დიდი დროისა და ენერგიის დახარჯვა მოგიწიოთ.
თევზები
ეს დღე რამდენიმე მნიშვნელოვან გაკვეთილს შემოგთავაზებთ. ბევრ თევზს
მოუწევს ღრუბლებიდან მიწაზე დაშვება და იმით დაკმაყოფილება, რასაც
ცხოვრება სთავაზობთ. ალბათ, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი,
რომელიც თქვენში იმას დაინახავს, რაც სხვებისთვის უხილავია.