ჟურნალისტი კობა ალხაზიშვილი გარდაიცვალა
12:58 / 21.06.2021
ჟურნალისტი კობა ალხაზიშვილი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ავთვისებიანი სიმსივნის დადასტურების შემდეგ ის მკურნალობის კურსს თურქეთში გადიოდა.
კობა ალხაზიშვილი დღემდე მუშაობდა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით.
წყარო:
ნეტგაზეთი