ბოლნისში მომხდარი მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს
19 ივნისს, ბოლნისში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს, - ამის შესახებ report.ge-ს შსს-დან აცნობეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისში მომხდარი დაპირისპირებისას, რა დროსაც ერთი პირი სასიკვდილოდ დაიჭრა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ი.ჩ.-ც, რომელსაც თან ჰქონდა სამართალდამცველების მიერ ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა - ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ბოლნისში კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. არსებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები