კახეთში, შირაქის მინდვრებში ნათესები დაიწვა – ვიდეო
კახეთში, შირაქის მინხვრებში ნათესები დაიწვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ადგილზე მისული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ეკიდა რამდენიმე ფერმერის მიწას, სადაც ქერისა და ხორბლის მოსავლის ნაწილი ჯერჯერობით აღებული არ იყო.



როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და ცეცხლი ლიკვიდირება მალევე მოხდა. ამ დროისთვის უცნობია, რა ფართობია დამწვარი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები