პარლამენტის კომიტეტმა ნოვრუზის უქმე დღედ გამოცხადებაზე იმსჯელა- კანონპროექტის ავტორს არ შეატყობინეს
21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, ნოვრუზ ბაირამის უქმე დღედ გამოცხადებაზე იმსჯელა. კანონპროეტის ავტორი მარნეულელი სამირა ბაირამოვაა, რომელიც განხლვის პროცესში მონაწილეობას არ იღებდა. როგორც თავად ამბობს, მისთვის კომიტეტის სხდომის შესახებ არავის უცნობებია.

„მითხრეს, რომ მიზეზი თქვენი კონტაქტის არქონააო, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი განცხადება რომ დავარეგისტრირე, პანდემიიდან გამომდინარე რეგისტრაციის წესი შეცვლილი იყო. მაშინაც მითხრეს, რომ ტელეფონის ნომერი არ არის აქ და მაშინაც ჩავანიშნინე ჩემი მობილურის ნომერი. მას შემდეგ ერთი ათჯერ ვესაუბრე, ზუსტად იგივე საკითხზე. მივაწოდე ჩემი საკონტაქტო, მაგრამ სად წავიდა, გამოდის რომ ტყუილად მივაწოდე? არ ვიცი“ - ამბობს სამირა ბაირამოვა.

ერთ-ერთი, ვინც საკითხის განხილვას ესწრებოდა „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი სოფიო შამანიდია. როგორც მან რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, კანონპროექტზე კომიტეტმა კონკრეტული გადაწყვეტილება ვერ მიიღო და საკითხის განხილვა გადაიდო.

„მე მომიწია ერთგვარად დაცვა ამ კანონპროექტის. იყო შეკითხვები კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან, მაგალითად, მას აინტერესებდა და შეკითხვა იყო ასეთი, რომ რატომ უნდა დაისვენოს ადამიანმა სენაკში თუ კი ეს არ არის მისი დღესასწაული. მეორე შეკითხვა იყო ხომ არ იქნება ეს დისკრიმინაციული სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ. ასევე დაისვაკითხვა, შრომის კოდექსის მიხედვით, რამდენი დღე შეიძლება არსებობდეს კალენდარში და შეძლებენ თუ არა ტექნიკურად დაამატონ კიდევ ერთი დასვენების დღე. მე მას ავუხსენი, რომ თუ კი ჩვენ მუსლიმი მოსახლეობის 13%-ს ასვენებთ მაგალითად, წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულზე, ან შობაზე”

სოფიო შამანიდი ამბობს, რომ როდესაც საუბარია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე, და ამ საკითხში გარკვეული ნაბიჯები იდგმება, ეს არ არის საკმარისი. ვინადან, საუბრის ადრესატები ხშირად თავად ეთნიკური უმცირესობები არაიან, ამიტომ საკითხზე უმრავლესობას უნდა ვესაუბროთ. სწორედ მათ უნდა გავაგებინოთ და შევასწავლოთ როგორია მათი კულტურა, ტრადიცია და ზოგადად ადათ-წესები.

„დღეს მაგალითისთვის მოვიყვანე ნოვრუზის დღესასწაული, რომელზეც კომენდანტის დროს გამონაკლისი არ დაუშვეს არ მოგვცეს უფლება გვეზეიმა როგორი განსხვავებული დღესასწაული იყო წლევანდელი ნოვრუზი ეს არ იყო, ტრადიციული, ოფიციალური პირების ერთი დღით ჩამოსვლა და ლაყე სიყვების თქმა. ეს იყო ნამდვილი სახალხო ზეიმი, სადაც ქართველები და აზერბაიჯანლები ერთად ზეიმობდნენ. ეს უნდა იყოს მაგალითი იმისა, როგორ უნდა აღვნიშნოთ ერთი ჯგუფის დღესასწაული ყველამ ერთად. გულრწფელად უნდა ვთქვა, რომ სარჯველაძეს, რომელიც არის კომიტეტის თავმჯდომარე, არ ჰქონია წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით(განხილვაზე). მან უბრალო თქვა, რომ ეს კანონპოექტი იმ სახით, როგორითაც არის შემოტნილი, შეკითხვებს სვამს, არის დასახვეწი და მასზე უფრო მეტი სამუშაოა საჭირო და ჯობია დავუძხოთ კანონპროექტის ავტორებს და შევიმუშაოთ , რათა გასატანი იყოს უფრო დიდ ფორმატში, უფრო მარტივიი ასახსნელი იყოს სხვა დეპუტატებისთვის. ალბათ, უფრო ტექნიკური საკითხის გამო გადაიდო. მე იმედი მაქვს, რომ ნოვრუზი გაისად იქნება დასვენების დღე“ - ამბობს სოფიო შამანდი.

აღსანიშნავია, რომ ნოვრუზ ბაირამის უქმე დღედ გამოცხადების კანონპროექტს ესწრებოდა მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი , ასევე გარდაბნელი დეპუტატი სავალან მირზოევი. საკითხის გასარკვევად მათ დილიდან ვკავშირდებით, თუმცა ამ დრომდე, ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები