ჯერ უნდა გავიჭირვოთ და პირბადე უნდა ვატაროთ - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცენტრი ჯერჯერობით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად გარესივრცეში პირბადის გამოყენების მოხსნას.

„ბოლო პერიოდში ეპიდვითარება უმჯობესდება ძალიან ნელი ტემპით. ანუ, არამდგრადი სტაბილიზაცია გვაქვს, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს წავიდეს გაუარესებისკენ. ამის პირველი ნიშანი არის ის, რომ ბოლო 1 კვირის დადებითობის მაჩვენებელი ცოტა ზემოთ აიწია. ეს არ არის მყარი საფუძველი, ვთქვათ, რომ ეპიდვითარება უარესდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო კვირაში დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ აღარ მოდის, სტაბილურია.

აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯერჯერობით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად პირბადის ხმარების მოხსნას. მესმის, რთულია ზაფხულია, მაგრამ საქართველოსთვის 300-700 შემთხვევა საკმაოდ დიდი რაოდენობაა. ჯერ უნდა გავიჭირვოთ და პირბადე უნდა ვატაროთ”, –
განაცხადა გამყრელიძემ.


წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები