იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტი 26.6 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 538.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.6 პროცენტით გაიზარდა და 1 123.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, უწყების მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 250.0 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 185.8 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 125.9 მლნ. აშშ დოლარით.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები