22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება, რაც საშუალებას მოგცემთ, მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველა დაბრკოლება გადალახოთ. ვარსკვლავები ირწმუნებიან, რომ ბიზნესში წარმატების მიღწევის შესაძლებლობა მოგეცემათ. პირად ცხოვრებაში მოემზადეთ სასიამოვნო ცვლილებებისთვის.

კურო

აქტიური ბრძოლისა და დაპირისპირების პერიოდია. ყველანაირად ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან და ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობის გარკვევა თავიდან აიცილოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება, ამიტომ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ. გადაღლამ, სიჯიუტემ, საკუთარი თავის უარყოფისგან და სისუსტეებმა შეიძლება დაბრკოლებები შეგიქმნათ. სიზმარში გატეხილი საკეტი ან დაკარგული გასაღები უსიამოვნო ცვლილების ნიშანია.

ტყუპები

შინაგანი თავისუფლების, სულიერი წონასწორობისა და აქტიური ბრძოლის პერიოდია. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა, რაც საშუალებას მოგცემთ, ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდეთ. გაითვალისწინეთ, რომ დომინირების სურვილმა და აგრესიულობამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. ყველანაირად მოერიდეთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობის გარკვევას.

კირჩხიბი

ამ დღეს ზედმეტმა ნდობამ და გულუბრყვილობამ შეიძლება, პრობლემები შეგიქმნათ, რაც თქვენს მუშაობასა და ოჯახურ ურთიერთობებზეც აისახება. თავს მოწყენილად და გაღიზიანებულად იგრძნობთ და შინაგანი დაძაბულობის დამალვა გაგიჭირდებათ.

ლომი

სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. თავდაჯერებულობა და გარშემო თანამოაზრეების შემოკრების უნარი სიტუაციის მართვაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები ირწმუნებიან, რომ შანსი გექნებათ, სანუკვარი ოცნების მისაღწევად ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ.

ქალწული

შინაგანი თავისუფლების მოპოვების პერიოდი იწყება. იზრდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი. პირად ცხოვრებაში მოემზადეთ სასიამოვნო ცვლილებებისთვის. არ იფიქროთ, რომ სიმშვიდისა და კმაყოფილების გრძნობა სისუსტისა და წარუმატებლობის ნიშანია. კეთილდღეობა გელით.

სასწორი

წარმატებული დღეა, რომელიც შემოქმედებითი პოტენციალის ზრდას განასახიერებს. შექმნილი ვითარება გაიძულებთ, მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი ორგანიზაციული უნარები. ამ დღეს გარემოებებთან შეგუება და მოთმინების გამოჩენა მოგიწევთ. ეცადეთ, საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ.

მორიელი

ეს დღე ხელსაყრელია შეხვედრების, ინტიმური საუბრებისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. ალბათ თქვენს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდება ადამიანი, რომელმაც ოდესღაც თქვენში ისეთი რამის დანახვა შეძლო, რაც სხვებმა ვერ შენიშნეს. მისი მხარდაჭერა ეჭვებისგან გაგათავისუფლებთ და სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ.

მშვილდოსანი

ჭეშმარიტების გააზრებისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის დღეა, რომელიც ხელსაყრელია მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის. ამ დღეს ურთიერთობები ან ახალი ნაცნობობა არახელსაყრელია. გამორიცხული არ არის მეგობრებთან კონფლიქტი. სავარაუდოდ, თქვენი კატეგორიულობა მათ გაღიზიანებას და პროტესტს გამოიწვევს. ეცადეთ, მეტი ტაქტი და დიპლომატია გამოიჩინოთ. პირად ცხოვრებაში ემოციებით არ იხელმძღვანელოთ.

თხის რქა

სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. იზრდება თქვენი სექსუალობა და ინტუიცია. დღის მეორე ნახევარში სასიყვარულო პაემნები ან მეგობრული შეხვედრები გელით. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან, ეს ორივეზე სასიკეთოდ აისახება. პირად ცხოვრებაში მოემზადეთ სასიამოვნო ცვლილებებისთვის.

მერწყული

კომერციული საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა - უზენაესი ძალები გმფარველობენ, ამიტომ ყველა პრობლემა გვერდს აგივლით. საიდუმლო მტერი შეეცდება, ზურგს უკან ორმო გაგითხაროთ, მაგრამ თავად დაზარალდება. თუ ამ დღეს ახალი საქმე შემოგთავაზეს, დათანხმდით - ვარსკვლავები ნებისმიერ საქმეში წარმატებასა და კეთილდღეობას გპირდებიან.

თევზები

გირჩევთ, ამ დღეს მთელი ყურადღება ბავშვებს დაუთმოთ - მათთან ურთიერთობა არა მარტო გუნება-განწყობას აგიმაღლებთ, არამედ თქვენს სულს სიხარულსა და სიმშვიდეს მოუტანს. შეიძლება, შეყვარებულებს ოჯახის შექმნის შესაძლებლობა მიეცეთ. გირჩევთ, მოვლენები არ დააჩქაროთ და არსებული მდგომარეობა ობიექტურად შეაფასოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები