თბილისში უძველესი არაბული წარწერა ვანდალურად გადაღებეს
თბილისში, პუშკინის ქუჩაზე უძველესი, დაახლოებით მე-8 საუკუნის არაბული წარწერა ვანდალურად შავად გადაღებეს. ინფორმაცია თავდაპირველად კულტურის სპეციალისტმა ცირა ელისაშვილმა გაავრცელა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო კი ადასტურებს.

"თბილისში სულ 3 ეპიგრაფიკული არაბულ წარწერიანი ძეგლია ნაპოვნი... [ბოლო] 2012 წელს გამოვლინდა პუშკინის ქუჩაზე, ძველ გალავანში ჩაშენებული ლოდის სახით, რომელზეც 6 სტრიქონიანი ამოკაწრული არაბული წარწერაა დატანილი. პირველი 4 სტრიქონი არ იკითხება. ბოლო ორი - ნაწილობრივ. წარწერა არაბული კალიგრაფიის ქუფურ სტილს განეკუთვნება. ტექსტი გვამცნობს, რომ წარწერა შესრულებულია სალლამ იბნ ჰაბბანის ან ჰაიანის მიერ ჰაჯის მეორე საუკუნეში, ანუ ჩვენი წელთაღრიცხვით მე-8 - მე-9 საუკუნეების მიჯნაზე", - წერდა ცირა ელისაშვილი.


კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ სარესტავრაციო სამუშაოები ორმა კომპანიამ უკვე დაიწყო.


წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები