პროექტის „კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI” ის გახსნითი ღონისძიებ გაიმართა
22 ივნისს, პროექტის „კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI” ის გახსნითი ღონისძიებ გაიმართა. პროექტი მარნეულის მუნიციპალიტეტში ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება. ის საქმიანობის რამდენიმე მიმართულებას გულისხმობს. მათ შორის, მუნიციპალიტეტის დონეზე კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მურნეობის პრაქტიკის დანერგვის მექანიზმების ჩამოყალიბება. მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი აღნიშნულ პროექტში მონაწილეობისთვის სრულ მხარდაჭერას გამოთქვამს.

"ამ პროექტის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩევნი მუნიციპალიტეტისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენი მუნიციპალიტეტი გახლავთ აგრალური მუნიციპალიტეტი და შესაბამისად, ასეთი პროექტები, ხელს შეუწყობს ნებისმიერ ფერმერს განახორციელოს საკუთარი საქმიანობა და უფრო მეტად იყოს დაცული კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში"

„კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მერუნეობა - PRAISE MARNEULI” - გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მიერ, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, ხორციელდება. როგორც CENN -ის აღმასრულებელი დირეტორი, ნანა ჯანაშია ამობს, პროექტის მიზანია გაუმჯობესდეს სოფლად მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობა, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი და ხელი შეეწყოს მწვანე ეკონომიკის ზრდას
მარნულში.

"სენი კარგა ხანია მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებზე. ამ პროექტს ვახორციელებთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეოობის სამინისტროსთან ერთად და დგილობრივ მთავრობასთან ერთად. მთავარი მიზანი ამ პროექტის არის ის, რომ ვიმუშაოთ მოწყვლად ჯგუფებთან, რათა გავზარდოთ მათი ცოდნა და ხელმისაწვდომობა ახალ ინფორმაციასთან და ინოვაციასთან, რომ მათი სოფლის მეურნეობის პრაქტიკა უფრო გარემოსადმი მეგობრული და კლიმატისადმი მდგრადი გახდეს"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტის განხორციელება ისეთ მუნიციპალიტეტში, რომელიც გამოირჩევა მდგრადობით.

"ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის ეს პროგრამა იმიტომ, რომ მიუხედავად სახელმწიფოში არსებული ათეულობით პროგრამისა, ეს ბუნებრივია ვრცელდება მარნეული რაიონზეც და მაინც მნიშვნელოვანია როდესაც არის კონკრეტულ რაიონზე, რეგიონზე მორგებული პროგრამა. ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა, რომელიც ერთროულად მოიცავს ფერმერთა საჭიროებას, ქალ ფერმერთა საჭიროება, ენობრივი ბარიერების გადალახვას, ინფორმირებას, ადგილზე საჩვენებელი ფერმის მოწყობას, ძალიან მნიშვნელოვანია.  რაიონი, რომელიც გამოირჩევა ძალიან სერიოზული მდგრადობით, მნიშვნელოვანია კიდევ უფრო განვითარდეს, კიდევ უფრო მეტად იყოს გამოყენებული ის შესაძლებლობები, რაც მარნეულს გააჩნია"

პროექტის გახსნის ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ფერმერები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

პროექტის საერთო ბიუჯეტია 399,352 შვეიცარული ფრანკი. პროექტი 2021 წლის იანვარში დაიწყო და 2025 წლის იანვარში დასრულდება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

გიორგი ორკოდაშვილი, პროექტის მენეჯერი, CENN | This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები