ოთხი ავტომობილის შესაკეთებლად მარნეულის მერიამ 4 000 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მერიის ბალანსზე მყოფი ოთხი ავტომობილის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისათვის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა.

მარნეულის მერიამ 4 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება სს „ფრანს ავტო“-სთან გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, „ფრანს ავტო“ მერიის მოთხოვნის შესაბამისად ვალდებული იქნება შეაკეთოს ოთხი ავტომანქანა.

„ავტომანქანისთვის RENAULT DUSTER სახელმწიფო ნომერი - QW 801 WQ, RENAULT DUSTER სახელმწიფო ნომერი - PP 572 WQ, RENAULT DUSTER სახელმწიფო ნომერი - CC 944 DD, RENAUT SANDERO - სახელმწიფო ნომერი CC 945 DD“ - ეს იმ ავტომანქანების ჩამონათვალია, რომელის შეკეთების მომსახურებისათვისაც მერიამ გამარტივებული ხელშეკრულება გააფორმა

მერიის მიერ გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ავტომობილების შეკეთების მომსახურება 2021 წლის ბოლომდე, მერიის მოთხოვნის შესაბამისად, უნდა შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები