სიახლე
მარნეულში გველის კბენის 3 შემთხვევა დაფიქსირდა
მარნეულის მუნიციპალიტეტში გველის კბენის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ მოგვაწოდა და აღნიშნა, რომ სამივე მათგანის შემთხვევაში ნაკბენს გართულება არ მოჰყოლია.

"ამ წელში არის სულ სამი შემთცვევა. ერთი არის მარნეული, ერთი ბოლნისი, ერთი თეთრიწყარო" - ამბობს ლაფერაძე

ლაფერაძე აღნიშნავს, რომ შესაბამისი ანტირაბიული ვაქცინები მუნიციპალიტეტს აქვს. აცრის გაკეთება მარნეულის ორ საავადმყოფოში, "ჯეო ჰოსპიტალსსა" და ავერსშია შესაძლებელი"
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია