24 ივნისს მარნეულში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, -ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 ივნისს 11:30-დან 12:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამია, ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი, ახლო ლალო, ზემო სარალი, სადახლო, კიროვკა, გეურარხი, ქვემო სარალი, შულავერი.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

წყარო: tv4.ge
Print