ვის ეზრდება ხელფასები 1-ელი ივლისიდან
ბატონი პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, იუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, გარდაბანში, იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა მთავრობის მეთაურს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბატონი პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, იუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა ამ გადაწყვეტილებისთვის თქვენ პირადად, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

წყარო: ინფო რუსთავი

Print