ბოლო 24 საათის განმავლობაში 37 627 ჩატარებული ტესტიდან კორონავირუსი
2 415 პირს დაუდასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 6.42%-ია.
ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
ავრცელებს.
ამასთან, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შედეგად 26 ადამიანი
გარდაიცვალა, 943 კი გამოჯანმრთელდა.
ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 1 391
- აჭარა – 202
- იმერეთი – 147
- ქვემო ქართლი – 172
- შიდა ქართლი – 90
- გურია – 47
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 97
- კახეთი – 149
- მცხეთა-მთიანეთი – 67
- სამცხე-ჯავახეთი – 40
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 643
საიდანაც: 4 584 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია
899 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 ადამიანი. 1 183
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 822 –
თბილისში, 334- აჭარაში. 13 876 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში 393 360
დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 5 618
ადამიანი.