სიახლე
ღია სივრცეებში 5-6 ადამიანის შეკრებისას პირბადე სავალდებულო ხდება — გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გარე სივრცეებში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციას აანონსებს.

“შემოდის რეგულაცია, რომ ღია სივრცეებში, იქ, სადაც 5-6 ადამიანი ერთად ვიკრიბებით, ყველას უნდა გვეკეთოს პირბადე. ვისგანაც იღებთ ინტერვიუს, დააკვირდით, პირბადე ეკეთოს. თუ ეპიდვითარების გაუარესება გაგრძელდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შევა საკოორდინაციო საბჭოში რეკომენდაციით კიდევ უფრო გამკაცრებაზე”,
— განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.

ღია სივრცეში პირბადეის გამოყენების ვალდებულება მთავრობამ 22 ივნისს გააუქმა. პირბადის ტარება სავალდებულო დარჩა მხოლოდ ტრანსპორტში, დახურულ სივრცეებსში, გაჩერებებსა და ბაზრობებზე.

24 ივნისს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებულ ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ამნისტიის შესახებ განაცხადა. კითხვაზე, ამნისტიის შემდეგ გამკაცრებული რეგულაციები რამდენად შესრულებადი იქნება, ამირან გამყრელიძემ დღეს უპასუხა, რომ “ამნისტია იყო ერთჯერადი და აღარ განმეორდება”.

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია