ბოკერია: მერობის კანდიდატად — მელია, საკრებულოს თავმჯდომარედ ხოშტარია განიხილებოდა
“ევროპული საქართველოს” ლიდერ გიგა ბოკერიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციურ კოორდინაციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება “ორიოდე დღეში” გახდება ცნობილი.

ბოკერიას თქმით, “ევროპულ საქართველოს” აუცილებლად მიაჩნია მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე კოორდინირება და შეთანხმება როგორც თბილისში, ისე საკვანძო ქალაქებში.

“ჩვენი აზრით, ამ შეთანხმების მიღწევა დაგვიანდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან ან არასდროს”, — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

“ევროპული საქართველოს” ცნობით, ბოკერიამ ასევე უპასუხა კითხვას, იქნებიან თუ არა ოპოზიციიდან მერობის კანდიდატი
ნიკა მელია, საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და ექნება თუ არა ვიცე-მერის კვოტა “ევროპულ საქართველოს”.

“იმედია და ასე გვაქვს დაგეგმილი, რომ სულ ორიოდე დღეში ყველა ამ კითხვაზე პასუხი გაეცემა. გვარები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, აბსოლუტურად ლეგიტიმურად იყო განხილვის საგანი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და საბოლოო გადაწყვეტილებას ყველას მოგახსენებთ ორიოდე დღეში“, —
განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ენმ-ის ლიდერმა ხატია დეკანოიზემ ასევე თქვა, რომ ოპოზიციის კონსულტაციების შედეგი კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

“დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია საერთო კანდიდატზე შეთანხმდება. კონსულტაციები დაწყებული გვაქვს და უკვე ამ კვირის ბოლოს იქნება მთავარი ფორმულა, როგორ გავდივართ არჩევნებზე”, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

წყარო: ნეტგაზეთი
Print