ცხოვრება წყლის გარეშე
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფას მოსახლეობას თვეებია წყლის პრობლემა აქვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყალი მათ სახლებში ონკანიდან სამი თვეა არ წამოსულა. ელმირა ამირხანიანი ერთი კვირაა ტანსაცმელს და ჭურჭელს ვერ რეცხავს, დასალევ წყალს კი მეზობელს ართმევს. მსგავს სიტუაციაში ელმირას გარდა, კიდევ ხუთი ოჯახი ცხოვრობს. დაშტაფელები ამბობენ, რომ ბევრჯერ, უწყლობის გამო, ბავშვები სკოლაში ვერ გაუშვიათ.

„წყალი არ არის და ერთ კვირის დაგროვებული ჭურჭელი მიყრია ასე. ვერ ვრეცხავთ. არ ვიცით, სასმელი წყალი შევაგროვოთ თუ დასაბანი. რას ფიქრობს ეს მთავრობა? ერთი მეზობელი მომცემს წყალს, მეორე, მაგრამ რამდენს უნდა ვთხოვო, მათაც ხომ სჭირდებათ. ცუდად რომ გახდე ადამიანი, წყალს წამლად ვერ ნახავ“ - ამბობს ელმირა ამირხანიანი.

დაშტაფელებს, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას, სარწყავი სეზონის დასრულებამდე ვერ ჰპირდებიან. როგორც მარნეულის შპს „სოფწყალის“ ხელმძღვანელი ნაბი აბდულაევი ამბობს, სოფელში სარწყავი წყალის არქონის გამო, მოსახლეობა პროდუქტებს სასმელი წყლით რწყავს. ამით კი ავზები იცლება და წყლის მიწოდეას ვერ უზრუნველყოფენ.

ვრცლად ნახეთ აქ:

რადიო "მარნეული"
Print