გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა[ვიდეო]
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 3 მილიონ-ნახევარი ლარით გაიზარდა, – ამის შესახებ დღეს გარდაბნის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

საერთო ჯამში მიმდინარე წელს გარდაბნის ბიუჯეტმა 39 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. დღესვე, წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, დამატებითი თანხა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში გადანაწილდა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 11 საკითხი განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს. მათ შორის მოქალაქეთა სოციალური დახმარებისა და სპორტსმენთა დაჯილდოების საკითხებიც იყო.

წყარო: 4tv.ge
Print