სიახლე
Pfizer-ით აცრა 16 წლის ასაკიდან ნებადართულია – ცვლილება პროტოკოლში
ვაქცინაციის განახლებული პროტოკოლის თანახმად, mRNA ვაქცინით აცრა 16 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპზე საქართველოში ამჟამად არსებული ვაქცინებიდან ასეთი Pfizer-ის წარმოების ვაქცინაა.

პროტოკოლის თანახმად, აცრების კურსი 2 ინექციისგან შედგება, აცრებს შორის ინტერვალი კი, სულ მცირე, 21 დღეს შეადგენს.

აღნიშნული ცვლილება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრსი დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ 14 ივლისს დააანონსა. გამყრელიძემ მაშინ თქვა, რომ 16 წელს ზემოთ პირებისთვის “ფაიზერით” აცრა შესაძლებელი მას შემდეგ იქნება, რაც ვაქცინის შემდეგი პარტია შემოვა.

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია