სიახლე
ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ საფეხბურთო აკადემია აშენდება
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ საფეხბურთო აკადემია აშენდება. ფეხბურთის ფედერაციის პროექტის მიხედვით, ოთხი სტანდარტული ზომის მოედანი აშენდება, სადაც ორი ასაკობრივი გუნდი იცხოვრებს.

"აკადემია იქნება იმერეთის და ზოგადად, საქართველოს საფეხბურთო ცენტრი. დამეთანხმებით, რომ ქუთაისს არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი გაუზრდია ეროვნული ნაკრებისა და ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას ჩვენ ქვეყანაში“, -
განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

პროექტის მიხედვით ადგილზე ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი მოეწყობა. ოთხივე მოედანი აღიჭურვება განათების სისტემით.

აკადემიის ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, სადაც გასახდელები, სასადილო, საკონფერენციო, სავარჯიშო და სხვადასხვა ადმინისტრაციული ოთახები მოეწყობა.

პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული ინფრასტრუქტურით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმერეთის აკადემიის 14 და 15-წლამდე გუნდები ისარგებლებენ.

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია