სიახლე
"ქართული ოცნების" დეპუტატებს ეთიკის საბჭოში უჩივლეს
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ქალებმა თინა ბოკუჩავამ და ნონა მამულაშვილმა "ქართლი ოცნების" დეპუტატებს შალვა პაპუაშვილს, ლევან მგალობლიშვილსა და ირაკლი ზარქუას პარლამენტის ეთიკის საბჭოში უჩივლეს.

მათი თქმით, 18 ივლისს, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში გამოსვლისას მომხდარი დაპირისპირების დროს, დეპუტატმა კაცებმა მათ პროტესტის გამოხატვაში ფიზიკური ძალის გამოყენებით შეუშალეს ხელი.

"ჩვენზე განხორციელდა პირდაპირი თავდასხმა. ჩვენ ვიცით, რომ "ქართული ოცნების" პირობებში არ იქნება არანაირი გამოძიების სურვილი, მაგრამ ეთიკის კომიტეტს აქვს ვალდებულება, განიხილოს ეს საკითხი და ვალდებულია გამოიტანოს დასკვნა",
- განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

მამულაშვილი დაპირისპირების დროს საპროტესტო პლაკატით ხელში მაგიდაზე ავიდა, საიდანაც ირაკლი ზარქუამ ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა. შს მინისტრის მიმართულებით მიმავალი თინა ბოკუჩავა კი შალვა პაპუაშვილმა ტრიბუნამდე მისვლამდე შეაჩერა და დარბაზში ჩამოიყვანა. 

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია