სიახლე
ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი მოკლეს
ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი, 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით, ერთ-ერთმა სტუმარმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდართან დაკავშირებით ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია