სიახლე
გახარიას პარტიას მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება
გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" დედაქალაქის მერობის საკუთარ კანდიდატს დააყენებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ნათია მეზვრიშვილმა "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პარტია "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსს გამორციხავს.

"ჩვენ თავიდანვე მივიღეთ გადაწყვეტილება, ოპოზიციურ პარტიებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას არ ვაპირებთ. ჩვენ გვეყოლება თბილისსა და რეგიონებში ჩვენი კანდიდატები. ჩვენ უსაგნო დისკუსიებში დასაკარგი დრო არ გვაქვს, ამიტომ, გავედით უკვე რეგიონებში, სანამ ზოგიერთი პარტია მოლაპარაკებებით და დისკუსიებით არის დაკავებული",-
განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია